ჩვენი ხედვა და მისია

ჩვენი ხედვაა კომპანია, რომელიც აშენებს სანდო და გრძელვადიან ურთიერთობებს მომხმარებელთან საერთაშორისო მასშტაბით, ლოჯისტიკისა და გადაზიდვების ინდუსტრიაში. კომპანიის მისიაა მომხმარებლისთვის გაამარტივოს და მოხერხებული გახადოს ტვირთის გადაზიდვის პროცესი. ამის მისაღწევად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებსა და ჩვენი სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რითაც წვლილი შეგვაქვს ჩვენი მომხმარებლის ბიზნესის წარმატებაში.

ძირითადი ღირებულებები

1)ნდობა და პატივისცემა

ჩვენ გვჯერა, რომ ნდობა და პატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კომპანიასა და კომპანიის მომხმარებლებს შორის.

2)პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობის მაღალი დონე , ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილების გარანტიას წარმოადგენს.

3)ხარისხი

ჩვენ ვცდილობთ  ვიყოთ გამორჩეული და  განსხვავებული, ხარისხიანი მომსახურებით სხვა კომპანიებისაგან.

4)პროფესიონალიზმი

ჩვენ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე.

5)ურთიერთობები

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენსა და ჩვენს მომხმარებლებს  შორის კარგი ურთიერთობა წარმატებისათვის აუცილებელია.