შ.პ.ს ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ დაარსდა 1996 წელს, თუმცა მისი დამფუძნებლების გამოცდილება გაცილებით დიდია და სათავეს იღებს 1962 წლიდან, როდესაც ისინი იყვნენ იმდროისათვის საქართველოში არსებული ერთადერთი გადამზიდავი კომპანიის „სოიუზ ვნეშტრანსის“ წევრები. 1997
წლიდან ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ გახდა FIATA-ს ოფიციალური წევრი.
შ.პ.ს ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ აწარმოებს ყველა სახის გადაზიდვებს და აქვს მრავალწლიანი გამოდილება შეთავაზებულ სერვისებში. ორგანიზაციის თანამშრომლებს აქვთ დიდი გამოცდილება ლოგისტიკის და გადაზიდვების ინდუსტრიაში კომპანიის ოცწლიანი მუშაობის შედეგად.
დაარსებიდან დღემდე კომპანია სწრაფად იზრდება და ამ მომენტისათვის ფლობს:

• სათაო ოფისს საპორტო ქალაქ ფოთში;
• ფილიალს თბილიში;
• წარმომადგენელ ოფისებს ბაქოში (აზერბაიჯანი) და ერევანში (სომხეთი);
• ცარიელი კონტეინერების საწყობს და საბაჟო ტერმინალს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტერმინალებს;
• ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ ოფიციალურად უწევს ლოგისტიკურ სამსახურს საზღვაო ხაზს Hapag Lloyd-ს ქალაქ ფოთში;
• კომპანიის საკუთრებაშია ასევე გადამზიდი ავტომობილები.

შ.პ.ს ექსპრეს ტრანს-შიფმენთ სერვისეზ თანამშრომლობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აგენტებთან ევროპასა და აზიაში, რაც მას საშუალებას აძლევს შესთავაზოს მომხმარებელს კონკურენტუნარიანი ტარიფები.
ორგანიზაციის გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე და უდიდეს ყურადღებას აქცევს მათ უკურეაქციას. კომპანია ასევე ითვალისწინებს კონკურენციის მაღალ დონეს ბაზარზე და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს სამუშაოს შესრულების ხარისხი.

ჩვენი ხედვა და მისია

ჩვენი ხედვაა კომპანია, რომელიც აშენებს სანდო და გრძელვადიან ურთიერთობებს მომხმარებელთან საერთაშორისო მასშტაბით, ლოჯისტიკისა და გადაზიდვების ინდუსტრიაში. კომპანიის მისიაა მომხმარებლისთვის გაამარტივოს და მოხერხებული გახადოს ტვირთის გადაზიდვის პროცესი. ამის მისაღწევად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებსა და ჩვენი სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რითაც წვლილი შეგვაქვს ჩვენი მომხმარებლის ბიზნესის წარმატებაში.

დაგვიკავშირდით